ჩვენს შესახებ

Diaspora TV წარმოადგენს მულტი-მედიურ საინფორმაციო პლატფორმას, რომლის მიზანია უცხოეთში მცხოვრები საქართველოს თანამემამულეების ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა. საინფორმაციო პლატფორმა ასევე ემსახურება  სამშობლოსთან  ქართული დიასპორის კავშირების განმტკიცებას და დიასპორის გაძლიერების მიზნით სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური სპექტრისა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან გაწეული ძალისხმევის წარმოჩენას.

 

საინფორმაციო პლატფორმის მიზანია ასევე, ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის ერთ საკომუნიკაციო პლატფორმაზე გაერთიანებას, მათი საქმიანობის, ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაციების გაცვლას, წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.

 

Diaspora TV – მულტიმედიური პლატფორმა, აერთიანებს ინტერნეტ ტელევიზიას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება დიასპორულ საკითხებთან დაკავშირებული საინფორმაციო და შემეცნებითი ხასიათის მასალების ტრანსლირება. პლატფორმა მოიცავს  სხვადასხვა რუბრიკას, რომლის ფარგლებშიც საინტერესოდ წარმოჩინდება  დიასპორელების მრავალფეროვანი ცხოვრება და მათთვის საჭირბოროტო საკითხები.

 

Diaspora TV არის არასამეწარმეო იურიდიული ორგანიზაცია, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ასევე ეწევა კომერციულ საქმიანობას, სარეკლამო მასალის განთავსების სახით და ითვალისწინებს დონაციას ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან.  

დავიდ ალონ-აჯიაშვილი

Diaspora TV-ის დამფუძნებელი