საქართველო შინ და გარეთ

პროექტის მიზნები

ემიგრაცია, კულტურული განცალკევება, სირთულეები უცხო გარემოში ადაპტაციისას წარმოშობს რიგ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სულიერ პრობლემებს. ქართველ დიასპორაში ხშირია ფსიქიკური გადაღლა, იდენტობის კრიზისი, სოციალურ იზოლაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ქართული კულტურული და სულიერი ღირებულებების შენარჩუნება კი მათი ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ბერკეტია.

პროექტი “საქართველო შინ და გარეთ” მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი თანამემამულეების ფსიქო-ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ციფრული რესურსების მეშვეობით, დიასპორელ სპეციალისტთა ჩართულობის გაზრდას საზოგადოების საჭიროებებზე რეაგირებაში და დიასპორული ერთობის და ინტეგრირებულობისათვის ხელის შეწყობას.

ჩვენ სისტემატურად შემოგთავაზებთ ვიდეოინტერვიუების ციკლს, რომელიც დაგეხმარებთ თვითშეფასების ამაღლებაში, სტრესის მართვაში, ფსიქოლოგიური პრობლემების შეცნობასა და მათი დაძლევის გზების პოვნაში. თქვენ მიიღებთ რეკომენდაციებს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა მშობლობა უცხოეთში და მისი თანმდევი პრობლემები, სოციალური იზოლაცია და სოციოკულტურული ინტეგრაციის საშუალებები, ენობრივი და ეთნიკური იდენტობის შენარჩუნება და ქრისტიანული ცხოვრების წესის აღსრულება უცხოეთში.

ინტერვიუების მეშვეობით თქვენ შეხვდებით საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ექიმებს, ფსიქოლოგებს, პედაგოგებს, სასულიერო პირებს, რომლებიც კარგად იცნობენ ქართული დიასპორის პრობელემბს და რომელთაც დიასპორის წარმომადგენლებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ.

ჩვენ ერთიანი საქართველო ვართ – საქართველო შინ და გარეთ.

შემოგვიერთდით!

პროექტის მიზნები

პროფ. მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტი, გერმანია)

ნათლისღების დღესასწაული და მისი საიდუმლო

ამაღლების ტაძრის
წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი (თბილისი, საქართველო)

რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როდესაც ოჯახთან ერთად უცხოეთში გადავდივართ საცხოვრებლად

რას გვაუწყებს ჩვენი ქვეცნობიერი ანუ როგორ ავხსნათ სიზმრები

ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი (საქართველო, ყაზახეთი)

მამის როლი ბავშვის ცხოვრებაში - რა სახის მხარდაჭერა სჭირდება გოგოს და რა სახის ბიჭს? ნინო კანდელაკი, პაატა ამონაშვილი, ვახო ჯაფარიძე და ლევან ანდრონიკაშვილი მამის როლის შესახებ

ქრონიკული ტკივილი და მასთან გამკლავების გზები. როგორ აისახება ქრონიკული ტკივილი ადამიანის სოციალურ ცხოვრებაზე და რატომ სჭირდება მას მულტიპროფილური ჩარევა. ზაზა ქაცარავა გერმანიაში მოღვაწე ქართველი ნევროლოგი ყოველწლიური სამედიცინო კონფერენციისა ფა ზოგადი ტკივილის შესახებ საუბრობს.

სწავლა უცხოეთში რა უნდა იცოდეს მოსწავლემ , სანამ საზღვარგარეთ სასწავლებლად წავა. სირთულეები და გამოწვევები, რომელიც უცხოეთში წასულ სტუდენტს ელის. საერთაშორისო აკადემია ლოგოსის და ამერიკულ-ქართული ცენტრის LEAF-ის დამფუძნებელი, გიორგი ჩავლეიშვილი

წარმატების ფორმულა : ლიდერობა, სისხარტე, რბილი და ანალიტიკური უნარები - ის რაც აუცილებელია უცხოეთში სწავლის დროს. როგორ დავწეროთ სამოტივაციო ესე, როგორ მოვამზადოთ ახალგაზრდები საზღვარგარეთ წასვლის წინ და რა უნდა იცოდნენ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. პრაქტიკული რეკომენდაციები წარმატების ექსპერტისგან, გიორგი ყარაშვილისგან.

დედობა ემიგრაციაში. 3 ვაჟი, ამერიკელი ქმარი და უწყვეტი კავშირი სამშობლოსთან. თიკა სვანიძე-ვენკოს ცხოვრება 4 კონტინენტზე

🎶"მუსიკოსობა თავგანწირვას მოითხოვს". 🎹🎺🎻🎷 გერმანიაში მოღვაწე პიანისტი და დირიჟორი, სოსო ჯუღაშვილი წარმატებული კარიერისა და კონცერტების შესახებ საუბრობს.

"საზღვარგარეთ სწავლა განსხვავებულ პერსპექტივებს გიხსნის” - ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ნათელა ლაგურაშვილი სტუდენტური ცხოვრების შესახებ

"მუსიკის წერა და დაკვრა ერთად დავიწყე" - პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე გერმანიაში ცხოვრებისა და უახლოესი კონცერტების შესახებ. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო სოსო ჯუღაშვილი და სანდრო ნებიერიძე .

“საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა “ - რომიოსინის ეროვნული ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, იანის ტურსიგისი ანსამბლის 30 წლის იუბილეს შესახებ.

რატომ არის მნიშვნელოვანი მშობლიური ენის ცოდნა პიროვნების ჩამოყალიბებისათვის და როგორ უნდა შეუნარჩუნონ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა მშობლებმა შვილებს დედაენა. საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი