



















ემიგრაცია, კულტურული განცალკევება, სირთულეები უცხო გარემოში ადაპტაციისას წარმოშობს რიგ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სულიერ პრობლემებს. ქართველ დიასპორაში ხშირია ფსიქიკური გადაღლა, იდენტობის კრიზისი, სოციალურ იზოლაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ქართული კულტურული და სულიერი ღირებულებების შენარჩუნება კი მათი ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ბერკეტია.
პროექტი “საქართველო შინ და გარეთ” მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი თანამემამულეების ფსიქო-ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ციფრული რესურსების მეშვეობით, დიასპორელ სპეციალისტთა ჩართულობის გაზრდას საზოგადოების საჭიროებებზე რეაგირებაში და დიასპორული ერთობის და ინტეგრირებულობისათვის ხელის შეწყობას.
ჩვენ სისტემატურად შემოგთავაზებთ ვიდეოინტერვიუების ციკლს, რომელიც დაგეხმარებთ თვითშეფასების ამაღლებაში, სტრესის მართვაში, ფსიქოლოგიური პრობლემების შეცნობასა და მათი დაძლევის გზების პოვნაში. თქვენ მიიღებთ რეკომენდაციებს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა მშობლობა უცხოეთში და მისი თანმდევი პრობლემები, სოციალური იზოლაცია და სოციოკულტურული ინტეგრაციის საშუალებები, ენობრივი და ეთნიკური იდენტობის შენარჩუნება და ქრისტიანული ცხოვრების წესის აღსრულება უცხოეთში.
ინტერვიუების მეშვეობით თქვენ შეხვდებით საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ექიმებს, ფსიქოლოგებს, პედაგოგებს, სასულიერო პირებს, რომლებიც კარგად იცნობენ ქართული დიასპორის პრობელემბს და რომელთაც დიასპორის წარმომადგენლებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ.
ჩვენ ერთიანი საქართველო ვართ – საქართველო შინ და გარეთ.
შემოგვიერთდით!
ამაღლების ტაძრის
წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი (თბილისი, საქართველო)
ლევან ანდრონიკაშვილი – ფსიქიატრი
(საქართველო, ინგლისი, ავსტრალია)