ანდრეი პლენკოვიჩი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ანდრეი პლენკოვიჩთან  ერთად ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრეი პლენკოვიჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები. საელჩოს გახსნის ღონისძიებაზე ანსამბლმა „ჰერიომ“ საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა. ცნობისთვის, ამ დრომდე ხორვატიის რესპუბლიკას საქართველო უნგრეთიდან ფარავდა.  

    0 FacebookTwitterPinterestWhatsapp