2022 წლის 23 ოქტომბერს ათენში, ქართული დიასპორული ორგანიზაციებისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართულ-ბერძნული კულტურის დღე გაიმართა.
საქვემლოქმედო ხასიათის ღონისძიებაზე ქართულმა და ბერძნულმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომერი წარმოადგინეს. ასევე გაიმართა სპორტული ასპარეზობები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართულ და ბერძნულ სამზარეულოს, ასევე ქართული ღვინის წარმოების ისტორიას და კულტურას.
წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი სუვენირები, წიგნები, ფერწერული ტილოები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ღალაცის მუნიციპალიტეტის მერი, ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ათენის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე ქართველი და უცხოელი სტუდენტები, ადგილობრივი ჟურნალისტები და ქართული დიასპორის წარმამადგენლები.

ქართულ-ბერძნული კულტურის დღეები