Home ქართული სკოლები საზღვარგარეთონლაინ სწავლაქართული ენა ქართული ენის სახელმძღვანელო რუსულენოვანთათვის

ქართული ენის სახელმძღვანელო რუსულენოვანთათვის

by administrator
0 comment

გამომცემლობა „მერიდიანმა“ 2022 წლის ნოემბერში თბილისში გამოსცა სახელმძღვანელო  „ქართული ენის გაკვეთილები“ – „Уроки грузинского языка“. წიგნი გათვლილია რუსულ ენაზე მოლაპარაკეთათვის, ვინც გეგმავს, შეისწავლოს ქართული ენა. ასევე შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელოდ, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებსა და ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე.

სახელმძღვანელო შედგება 65 გაკვეთილისგან და მოიცავს ქართული ენის გრამატიკის საბაზო წესებს, სავარჯიშოებს, ლექსიკას, თემატურ ტექსტებს, ხალხური და ქართული კლასიკური პოეზიის ნიმუშებს პარალელური პწკარედი თარგმანით რუსულ ენაზე. ამდენად, მოსწავლეს, გარდა იმისა, რომ სწავლობს ქართულ ენას, საშუალება ეძლევა, გაეცნოს საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიასა და კულტურას.

წიგნის ავტორია ფილოლოგი, მთარგმნელი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, მოსკოვის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი დამაარსებელი და ვიცე-პრეზიდენტი, როინ კონჯარია. სახელმძღვანელოს რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის დოცენტი, ლია ბაშელეიშვილი.

 

 

You may also like

Leave a Comment

13 + nineteen =