ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალ “ბერლინალეზე”, რომელიც წელს 73-ედ იმართება, საქართველოც მონაწილეობს. ფესტივალზე, ევროპული კინობაზრობის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წელს მეთვრამეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც კინოცენტრის გუნდი ინდუსტრიული კუთხით იმუშავებს.