Home გართობა და შჯიბრებები ბელგრადში კულტურული პროგრამა “საქართველო – უძველესი ევროპული მემკვიდრეობის ოაზისი” გაიხსნა 

ბელგრადში კულტურული პროგრამა “საქართველო – უძველესი ევროპული მემკვიდრეობის ოაზისი” გაიხსნა 

by administrator
0 comment

ბელგრადის ხელოვნების სასახლეში, სერბეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ორგანიზებით, კულტურული პროგრამა “საქართველო – უძველესი ევროპული მემკვიდრეობის ოაზისი” საზეიმოდ გაიხსნა.

პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო გამოფენა “ქართული დამწერლობის სამი სახეობა”, ასევე ეროვნული სამოსის უნიკალური ექსპოზიციები და ქართული ქვევრი.

ქართული პოლიფონიური სიმღერისა და ეროვნული ცეკვის ანსამბლებმა შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სერბეთის რესპუბლიკის პირველი ქალბატონი ტამარა ვუჩიჩი, კულტურის სფეროს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები.

ღონისძიება მულტინაციონალური კომპანია  Zepter International-ის დამფუძნებლის, კულტურის სფეროს უმსხვილესი ინვესტორისა და ფილანტროპის ფილიპ და მადლენა ცეპტერების პტრონაჟით იმართება.

კულტურული პროგრამა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

You may also like

Leave a Comment

8 + two =