დიასპორელი ქალი

1990-იან წლებში და 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში მიგრაციული პროცესის გააქტიურებამ ხელი შეუწყო საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციას სხვადასხვა ქვეყანაში. ნიშანდობლივია, რომ შრომითი მიგრაციის მიზნით უცხოეთში წასული ან გამგზვარების მსურველი მოქალაქეების დიდი ნაწილი ქალია. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში უცხოეთში დროებითი დასაქმების მიზნით წასულმა ქალებმა ეფექტიანად დაიმკვიდრეს თავი ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ბევრმა მათგანმა წარმატებას მიაღწია და შუძლია საკუთარი კარგი გამოცდილების გაზიარება.

ქალთა უფლებების მიმართ სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის ინტერესის ზრდის გათვალისწინებით, Diaspora TV-ის ეს რუბრიკა მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ქალთა ყოფასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების აქტიურ გაშუქებას და ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებას თანამემამულე ქალების პოპულარიზაციისთვის მთელ მსოფლიოში.