Home დიასპორელი ქალი ჰანოვერში ასოციაცია „გერმანულ-ქართული სახლი“ დაფუძნდა

ჰანოვერში ასოციაცია „გერმანულ-ქართული სახლი“ დაფუძნდა

by administrator
0 comment

საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტ „პატრიოტი დიასპორელის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ნინო ციბაძის ინიციატივით, ასევე გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან შეკრებილი 20 თანადამფუძნებლის ინიციატივით ქალაქ ჰანოვერში  ასოციაცია „გერმანულ-ქართული სახლი“ (DGH) Deutsch-Georgisches Haus e.V. დაფუძნდა.

ასოციაციის მიზანია ხელოვნების, კულტურისა და განათლების სფეროების, გერმანულ-ქართული ურთიერთობების გაძლიერებისა და ურთიერთგაგების იდეის მხარდაჭერა. ამასთანავე, ასოციაცია მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტს „პატრიოტი დიასპორელი“, რომელიც ხორციელდება ქართულ საჯარო და მართლმადიდებლურ სკოლებში.

დამფუძნებელთა კრებაზე არჩეულ იქნა ასოციაციის დირექტორთა შვიდკაციანი საბჭო. დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელია გერმანიაში მოღვაწე პროფესორი გენადი წიქორიძე, ხოლო ასოციაციის მმართველი დირექტორი – ნინო ციბაძე.

You may also like

Leave a Comment

two × three =