Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ყატარში ქართველმა სტუდენტებმა, 56 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, “პატარა უფლისწულის” კითხვის რეკორდი მოხსნეს

ყატარში ქართველმა სტუდენტებმა, 56 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, “პატარა უფლისწულის” კითხვის რეკორდი მოხსნეს

by administrator
0 comment

ყატარში საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, 2022 წლის 15 ოქტომბერს ყატარის უნივერსიტეტის არაბული ენის შემსწავლელი პროგრამის მონაწილე ქართველ სტუდენტებს შეხვდა.

საელჩოში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-ყატარის ორმხრივ ურთიერთობებზე, განათლების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ქართველი სტუდენტებისთვის ყატარის ცალკეულ უნივერსიტეტებში პროგრამების დაფინანსებისა და ყატარში მყოფი ქართველი სტუდენტების სხვადასხვა პროექტში ჩართვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართველ სტუდენტებს ყატარის ისლამური ხელოვნების მუზეუმის მიერ ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობისთვის, რომელიც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ საჯარო კითხვას ითვალისწინებდა. ამ პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 12 ოქტომბერს, ყატარში მცხოვრები 56 ქვეყნის წარმომადგენელმა მშობლიურ ენაზე წაიკითხა “პატარა უფლისწული”, რითიც გინესის რეკორდი დაამყარეს. მათ შორის იყვნენ ქართველი სტუდენტებიც, რომლებმაც ქართულ ენაზე წაიკითხეს ეს ნაწარმოები და გინესის რეკორდის მოხსნის ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

You may also like

Leave a Comment

one × 2 =