ეროვნული სული

უცხოეთში მცხოვრები ქართველების ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას უამრავი პატრიოტი ადამიანი ემსახურება. ისინი სათავეში უდგანან ქართულ კულტურულ კერებს და ხელს უწყობენ ეროვნული კულტურის პოპულარიზაციას და შენარჩუნებას, როგორც ადგილსამყოფელ ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის, ასევე ქართული ტრადიციული კულტურით დაინტერესებულ უცხოელ მეგობრებში. სულიერების და ეროვნულების შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობენ უცხოეთში მოქმედი ქართული სამრევლოები. Diaspora TV-ის ეს რუბრიკა მიზნად ისახავს მათი საქმიანობის შესახებ ფართო საზოგადოების აქტიურ ინფორმირებას და ამ გზით მათ შემდგომ მხარდაჭერას.