საქართველოს სტენდს ეწვია იურმალის მერი, რიტა სტროგე, რომელსაც ლატვიაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა უმასპინძლა.
ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასზე წარმოდგენილი არიან ქალაქ იურმალასთან დამეგობრებული ქალაქები და ლატვიის მეგობარი ქვეყნების საელჩოები.
წელს მიწვეული იყო 2014 წლიდან იურმალასთან დამეგობრებული ქალაქი ბათუმი, ასევე ლიეტუვას ქალაქი პალანგა, ესტონეთის ქალაქი პიარნუ, იტალიის ქალაქი ტერაჩინა, საქართველოს, იაპონიისა და უზბეკეთის საელჩოები.
