თურქეთში გამოიცა ქართველი თურქოლოგების აკადემიური გამოცემა “ქართული თურქოლოგიური კვლევები I “. პროფესორ ელისაბედ ბჟალავასა და სალიჰ უჩაკის რედაქტორობით.
ამის შესახებ ინფორმაციას ისტორიკოსი ზაზა წურწუმია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ეს დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობების სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს თურქოლოგიური კვლევების პოპულარიზაციას, ჩვენი დიდი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის უკეთ შესწავლასა და ურთიერთსასარგებლო კავშირების გაღრმავებას” – წერს ის.