Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ქალაქ კიშინეუს ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელს “თბილისის” სახელი მიენიჭა

ქალაქ კიშინეუს ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელს “თბილისის” სახელი მიენიჭა

by administrator
0 comment
29 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან დიასამიძემ, ქალაქ კიშინეუს მერთან იონ ჩებანთან ერთად, საზეიმოდ გახსნა მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელსაც “თბილისის” სახელი მიენიჭა.
გადასასვლელი გაფორმდა თბილისის ულამაზესი ხედების, ისტორიული და კულტურული ძეგლების ამსახველი ფოტოებით.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არის ნათელი დადასტურება საქართველოსა და მოლდოვას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობებისა.
ლევან დიასამიძემ მადლობა გადაუხადა ბატონ იონ ჩებანს და კიშინეუს მერიას მჭიდრო თანამშრომლობისა და გაწეული სამუშაოსთვის.
 

You may also like

Leave a Comment

16 + 2 =