2022 წლის 5 ნოემბერს ჰააგის ხელოვნების სამეფო აკადემიაში ყოველწლიურ ფესტივალზე Crossing Border გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის ახალი რომანის ნიდერლანდური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. 
წიგნი „უკმარი სინათლე“ დამსწრე საზოგადოებას თავად ავტორმა წარუდგინა. ახალ რომანში მოთხრობილია ოთხი მეგობარი გოგოს ამბავი, რომელიც დროის ორ მონაკვეთში იშლება – თანამედროვე ბრიუსელში და 1987-1999 წლების საქართველოში.
ღონისძიებას, ნიდერლანდებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით სოლომონია.