ქალაქ ბარსელონაში, La Central del Raval-ში გაიმართა თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურენოვანი ანთოლოგიის პრეზენტაცია. კრებულში შესული ლექსები, ესპანურ ენაზე ლანა კალანდიამ და როდოლფო ჰასლერმა თარგმნეს.
პრეზენტაციას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ პოეტები ნატო ინგოროყვა, ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე) და ეკა ქევანიშვილი. მათ აუდიტორიას წარუდგინეს პირველად გამოცემული თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურენოვანი კრებული. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჭკუასელი და ვიცე კონსული, ლია ახალბედაშვილი. გენერალურმა კონსულმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ესპანურ ენაზე გამოცემული კრებულის მეშვეობით ქართველი თანამედროვე პოეტების შემოქმედების მეტად წარმოჩენის და გავრცელების მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა, როგორც მოწვეული პოეტების, ასევე მთარგმნელებისა და გამომცემლების მიმართ.
თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურენოვანი ანთოლოგია ესპანურმა გამომცემლობა la edotirial Huerga & Fierro-მ გამოსცა.
