Home ეროვნული სული ბერნის უნივერსიტეტში სალექციო კურსი „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“

ბერნის უნივერსიტეტში სალექციო კურსი „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“

by administrator
0 comment
ბერნის უნივერსიტეტში გრძელდება ინტერდისციპლინარული სალექციო კურსი „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“.
მე-6 ლექცია ადრექრისტიანული ხანის წმინდანთა ცხოვრებას მიეძღვნა, რომელსაც ფრიბურგის უნივერსტიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ფრანც მალი  უძღვებოდა. მან ისაუბრა ქართველი წმინდანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის, წამებულთა თაყვანისცემისა და ქრისტიანული რიტუალების შესახებ.
ლექციას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში, რევაზ ლომინაძე.
ინტერდისციპლინარული კურსი გახლავთ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.

You may also like

Leave a Comment

5 + 1 =