15 ივნისს საქართველოს საელჩომ ვატიკანში, პროექტ „ცოცხალ წიგნებთან“ თანამშრომლობით, პოეტური ანთოლოგიის „როცა ქვეყნებს სძინავთ – 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“ და ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებულის „მზე“ იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიება საქართველოს ელჩმა, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ანთოლოგიაში შემავალმა ქართველმა და იტალიელმა პოეტებმა: მარიამ წიკლაურმა, ანიტა პისკაციმ, ნინია სადღობელაშვილმა, ფრანჩესკა სერანიოლიმ. პოეტები და მათი შემოქმედება საზოგადოებას წარუდგინა, ანთოლოგიის შემდგენელმა და მთარგმნელმა, ქალბატონმა ნუნუ გელაძემ.ღონისძიებას „დანტე ალიგიერის საზოგადოებამ“ ფლორენციის სასახლეში უმასპინძლა და მას ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატები და ქართული დიასპოროს წარმომადგემლები დაესწრნენ.