Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები SunExpress თბილისიდან ანტალიაში, ანკარასა და იზმირში პირდაპირ ავიარეისებს შეასრულებს

SunExpress თბილისიდან ანტალიაში, ანკარასა და იზმირში პირდაპირ ავიარეისებს შეასრულებს

by administrator
0 comment
ავიაკომპანია SunExpress  28 მაისიდან თბილისი-ანტალიის, ხოლო 2-5 ივნისიდან თბილისი-ანკარისა და თბილისი-იზმირის მიმართულებით პირდაპირ ავიარესებს შეასრულებს.  ფრენები შესრულდება კვირაში ხუთი სიხშირით.
ამის შესახებ ცნობილი თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას და თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress-ის გენერალურ დირექტორ, მაქს კოვნაცკის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც  2023 წლის 15 მარტს გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. სწორედ ამ კონტექსტში გაესვა ხაზი აღნიშნული რეისების შესრულების გადაწყვეტილებას.
გიორგი ჯანჯღავა მიესალმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის დიდ ქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ხელს შეუწყობს უკვე არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გააქტიურებას, განსაკუთრებით, ტურიზმის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურის მიმართულებებით.

You may also like

Leave a Comment

four × three =