2023 წლის 15 დეკემბერს საბერძნეთში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დარეჯან მუმლაძემ და ათენში საქართველოს საელჩოს კონსულმა, გელა ჯაფარიძემ საელჩოში შეხვედრა გამართეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერიონის“ დამფუძნებლებთან, დავით დოლიძესთან და ნატალია კაპანაძესთან.
შეხვედრაზე განიხილეს საბერძნეთის ქართული ემიგრაციის წინაშე არსებული გამოწვევები და აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ათენში ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პრიორიტეტულობას. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ქართველი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის, კულტურის, ტრადიციებისა და საქართველოს ისტორიის სიღრმისეულად შესწავლის მნიშვნელობაზე.
ამასთან, შეხვედრაზე მასპინძლების მხრიდან აღინიშნა ორგანიზაცია „ივერიონის“ ნაყოფიერი მოღვაწეობა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით.