Home ეროვნული სული “რატომ გეორგია და არა – გრუზია”
ისრაელის ებრაული ენის აკადემიამ გამოაქვეყნა ცნობა  “რატომ გეორგია და არა – გრუზია”.  სახელის ცვლილების მოკლე ისტორიაში აკადემია აღწერს, როგორ დაიწყო 2005 წელს იმჟამინდელმა საქართველოს ელჩმა მუშაობა სახელის ცვლილებაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ამ ცვლილებამ ბევრი სხვა ცვლილებაც გამოიწვია და ეს ზუსტად ვიცოდით – პირველ რიგში, ეს იყო საქართველოს იმიჯის გამყარება, მეტი დაინტერესება საქართველოთი როგორც კულტურის და ტურიზმის, ისე ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
მიხარია, რომ ამ წამოწყებამ, რომელიც იმ დროს, რეალისტურად თითქმის არავის ეჩვენებოდა, შედეგი გამოიღო! ასე გვექნება ეფექტური შედეგი ბევრ წამოწყებაში, რომელსაც ახლა ვახორციელებთ ისრაელის სახელმწიფოში. ყველაფერი ეს შრომატევადია, ხანდახან მიუღწვადი და საშინლად დამღლელიც ჩანს, მაგრამ სწორი შედეგის მიღება ყველაფერს ამართლებს! მადლობა ყველა მეგობარს, რომელიც იმ დროს მხარში ამომიდგა და შეუძლებელი შეგვაძლებინა!” – წერს საქართველოს ელჩი.

You may also like

Leave a Comment

4 + 16 =