2022 წლის 9 ნოემბერს გერმანიაში საქართველოს საელჩოსა და გერმანიის ტურისტული გაერთიანების (DRV) ორგანიზებით საქართველოს საელჩოში გერმანელ ტუროპერატორებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებსა და 2023 წელს ITB Berlin-ის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსზე და განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან აღიარებას წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განმტკიცებასა და მსოფლიოს მასშტაბით მისი ცნობადობის ამაღლებას. 
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ნანა დგებუაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და 2023 წელს ITB Berlin-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ხოლო შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მომავალი წლის მეორე ნახევარში გერმანელი ტუროპერატორების საქართველოში ვიზიტი დაიგეგმა.