Home გენერალი თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

by administrator
0 comment

2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში  შესაძლებლობა აქვთ, დაუკავშირდნენ:

☎ საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +90(533)6903040; +90(539)2208280

☎ გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +90(541)8184400

☎ გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +90(541)3262226

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას.

You may also like

Leave a Comment

eighteen + six =