2022 წლის 8 ნოემბერს გერმანიაში საქართველოს საელჩოში, ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალის Berliner Märchentage ფარგლებში, ბერლინის ერთ-ერთი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისთვის ღონისძიება გაიმართა.
პატარა სტუმრებს მიესალმა და საჩუქარი გადასცა საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ, ხოლო ქართული ზღაპრები წაუკითხა კულტურის ატაშემ დუდანა მაზმანიშვილმა.
