Home კულინარიული დიპლომატია „ხაჭაპური არის საუკეთესო…. ქართული ღვინო საოცარი არომატით“ – გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური მინისტრი

„ხაჭაპური არის საუკეთესო…. ქართული ღვინო საოცარი არომატით“ – გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური მინისტრი

by administrator
0 comment
ბერლინში მიმდინარე სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე  “Grüne Woche 2023″ (მწვანე კვირეული 2023), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტენდია წარმოდგენილი. სტენდზე 16 ქართული კომპანია საკუთარ პროდუქციას გამოფენის დამთვალიერებელს აცნობს. მონაწილე კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან.
ქართული სტენდი გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, გერმანიის მწვანე პარტიის ლიდერმა, ჯემ ოზდემირმა, ბერლინის მერმა, გერმანიის სოციალ დემოკრატების პარტიის წევრმა, ფრანცისკა გიფეიმ და ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით იანუშ ვოჩიეჩოვსკიმ დაათვალიერეს.
სტუმრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ უმასპინძლა, ქართული პროდუქცია გააცნო და ქართულ ღვინოსთან ერთად, ტრადიციული კერძები დააგემოვნებინა.
ჯემ ოზდემირმა და ფრანცისკა გიფეიმ ერთხმად აღიარეს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილ კერძებს შორის, ქართული ხაჭაპური განსაკუთრებულად გემრიელი იყო, ხოლო ღვინის სამშობლოში, საქართველოში ჩამოსხმულ ღვინოს გამორჩეული არომატი და გემო აქვს.
ქართულ სტენდზე სტუმრობის დროს, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, ჯემ ოზდემირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
ქართულ სტენდზე წარმოდგენილმა პროდუქციამ გამოფენის მაღალი რანგის სტუმრების და ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
„ხაჭაპური არის საუკეთესო…. ქართული ღვინო საოცარი არომატით“ –  ასეთი შეფასება გააკეთა გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, ჯემ ოზდემირმა ქართულ სტენდთან, სადაც მას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ უმასპინძლა” – აღნიშნულია გერმანულ გამოცემაში Allgemeine Zeitung.
გამოფენაზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმატებას საერთაშორისო პრესაც გამოეხმაურა.  სტატიები გამოაქვეყნეს  ისეთმა მედიაგამოცემებმა, როგორებიცაა  Allgemeine Zeitung, Merkur.de, Bietigheimer Zeitung, Stuttgarter Zeitung Badische Zeitung, Berliner Morgenpost, Tiroler Tageszeitung.

You may also like

Leave a Comment

3 × 3 =