2023 წლის კატარის საერთაშორისო კულინარიულ ფესტივალზე, კატარში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და კატარის ტურიზმის საბჭოსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ქართული კულინარიის დღე გაიმართა.
12 მარტს დოჰას ცენტრალურ ბულვარში (Lusail Boulevard) გამართული ქართული კულინარიული შოუ საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენებით გაიხსნა.
ღონისძიებაზე ქართველმა შეფ-მზარეულმა გიორგი ალუგიშვილმა სხვადასხვა ქართული კერძი მოამზადა. ქართველ შეფ-მზარეულთან ერთად ქართული კერძები ასევე მოამზადა ცნობილმა კატარელმა შეფ-მზარეულმა აიშა ალ თამიმიმ.
ფესტივალში მონაწილე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ინფორმაციას საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ქართული კულინარიის ისტორიის და საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძების შესახებ.
ქართული კულინარიის დღეს კატარელ და უცხოელ სტუმრებთან ერთად კატარში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.