სახელმწიფო – დიასპორის ამბები

Diaspora TV-ის პლატფორმაზე წარმოდგენილია რუბრიკა „სახელმწიფო და დიასპორა“, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება სახელწმიფოს მხრიდან დიასპორის გაძლიერების, მათი ხელშეწყობისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის უზრუნველსაყოფად გატარებული პოლიტიკის შესახებ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5.8-ის თანახმად, „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“. საქართველოს მთავრობა ახორციელებს სხვადასხვა პროგრამასა და პროექტს, რათა დაეხმაროს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაში.

 

რუბრიკის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი თანამემამულეებისა და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის უფრო დეტალური ინფორმირება, სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მხარდასაჭერად არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების შესახებ.