Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

by administrator
0 comment

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს, რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 106 წელი შესრულდა.

1918 წლის 26 მაისს  მაშინდელი გოლოვინის გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში,  საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა 16:50 საათზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ  17:10 საათზე ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

1921 წელს უკვე საბჭოთა რუსეთის ანექსიის შედეგად საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებლობა. თუმცა, ეროვნულ დღესასწაულად სწორედ 26 მაისი ითვლება.

———

                        

             

             

            

          

 

You may also like

Leave a Comment

twelve + eleven =