წარმატებული დიასპორელი

უცხოეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას ბევრი წარმატებული თანამემამულე აერთიანებს. მათ საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდში დიდ წარმატებას მიაღწიეს პროფესიული საქმიანობით და დღეს ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს ამა თუ იმ ქვეყანაში. Diaspora TV-ის რუბრიკა „წარმატებული დიასპორელის“ მიზანია, საზოგადოებას გააცნოს ეს ადამიანები. უცხოეთში მყოფ თანამემამულეებსა და ქართულ საზოგადოებაში მათი პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს მათი კავშირის განმტკიცებას სამშობლოსთან და მათი მდიდარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.