ისრაელში, ჰერცელიის საგამოფენო დარბაზში, ისრაელში მცხოვრებ სხვა ხელოვნებთან ერთად, ნინო ბინიაშვილის ნამუშევრები გამოიფინა.
ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ისარელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია აქვეყნებს.
“მხატვრობა, კერამიკა და საოცარი გემოვნებით შექმნილი კომპოზიცია ქართულ მითოლოგიას, დამწერლობას, ისტორიას და კულტურას აცნობს მნახველს. წარმატება ქართული კულტურის ელჩს!” – წერს ლაშა ჟვანია.