პირველი ქართული საერთაშორისო თეატრი “დაბრუნება” აგრძელებს წინა წლებში დაწყებულ პროექტს – “ქართული ონლაინსკოლის გაკვეთილები”, რომელიც აერთიანებს ამერიკის, ევროპის, საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამაჩაბლოდან დევნილ, ასევე საინგილოს მოქალაქეებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ირლანდიაში ქართული დიასპორის ფეისბუკგვერდზეა გამოქვეყნებული, რისთვისაც დიასპორა მადლობას უხდის “ამ მორიგი მამულიშვილური საქმის მოთავესა და შემსრულებელს, ქალბატონ თიკა სვანიძე-ვენკოს #თიკა სვანიძე-ვენკო • ქალი სხვა სამყაროდან”.
ონლაინსკოლა მოიცავს შემდეგ შემეცნებით და სასწავლო საკითხებს, რომელთაც გაუძღვებიან კომპეტენტური პედაგოგები:
- სამსახიობო ოსტატობა – თამარ ხიზანიშვილი;
- მეტყველების კულტურა – თაკო კობალაძე;
- ქართველი მწერლები და სცენაზე გაცოცხლებული მათი შემოქმედება – მაკა მიდოდაშვილი.
ნებისმიერ მსურველს 10 წლის ასაკიდან და ზემოთ (ასაკი შეუზღუდავია) შეუძლია, დაესწროს გაკვეთილებს.
სწავლება ჩატარდება ხუთშაბათსა და პარასკევს საქართველოს დროით 22:00 საათზე. თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა მოიცავს 40-40 წუთს.