Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ლიეტუვაში საქართველოს საელჩომ დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ლიეტუვაში საქართველოს საელჩომ დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

by administrator
0 comment

ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ გამართა ტრადიციად ქცეული შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ელჩმა, სალომე შაფაქიძემ შეაჯამა გასული წლის განმავლობაში საელჩოს მიერ შესრულებული სამუშაო. ამასთან, თანამემამულეებს გაუზიარა ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ.  ხაზი გაესვა 2024 წელს საქართველო-ლიეტუვის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, გასულ წელს, ლიეტუვის რესპუბლიკაში ქართული საკვირაო სკოლის გახსნის მნიშვნელობა და იმედი გამოითქვა, რომ სკოლის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქართველი ბავშვების და ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას საკუთარ სამშობლოსთან. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტებში თანამემამულეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რაც ლიეტუვაში ქართული კულტურის უკეთ წარმოჩენას შეუწყობდა ხელს.

შეხვედრის ფარგლებში კონსულმა ეკატერინე ჭავჭავაძემ საქართველოს მოქალაქეებს გაუზიარა ინფორმაცია სხვადასხვა საკონსულო მომსახურეობების შესახებ.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა მიღება, ქართული კერძებისა და ღვინის თანხლებით.

 

You may also like

Leave a Comment

20 + 10 =