ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2023 წლის 13 მარტს იგეგმება საკონსულო ოლქის შემოვლა ქ. ბეერ-შევაში, საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით.
საკონსულო მომსახურება განხორციელდება 13 მარტს 10 სთ-დან 17 სთ-მდე (შესვენება 13 სთ დან – 14 სთ-მდე) შემდეგ მისამართზე – 32 Mivtsa Uvda, Be’er Sheva.
წარსადგენი დოკუმენტები
- პირადობის ელექტრონული მოწმობა;
- ერთი ფოტო სურათი 3/4;
- საფასურის გადახდის (107.45 შეკელი) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პასპორტი სრულწლოვანისთვის;
- ერთი ფოტო სურათი 3/4;
- საფასურის გადახდის (179.09 შეკელი) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პასპორტი არასრულწლოვანთათვის;
- ერთი ფოტო სურათი 3/4;
- საფასურის გადახდის (89.54 შეკელი) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დაბადების მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაბადებულია ისრაელის სახელმწიფოში, დაბადების მოწმობა უნდა იქნას დამოწმებული აპოსტილის წესით, თარგმნილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნას ასევე აპოსტილის წესით (დოკუმენტის ორიგინალი და ასლი);
- 16 წლამდე არასრულწლოვნის შემთხვევაში, სავალდებულოა ორივე მშობლის გამოცხადება, ხოლო 16 წლიდან საკმარისია ერთი მშობლის მისვლა;
- მშობლების მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობა ან პასპორტი. დოკუმენტის ორიგინალი და ასლი).
მოქალაქეობის საკითხები – საგამონაკლისო წესით მინიჭება, შენარჩუნება, აღდგენის წესით მინიჭება
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- ერთი ფოტო სურათი 3/4;
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი (არ არის საჭირო მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შემთხვევაში);
- ისრაელის მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტი (ე.წ. დარკონი. დოკუმენტის ორიგინალი და ასლი);
- სახელის/გვარის შეცვლის შემთხვევაში, სახელის/გვარის შეცვლის მოწმობა, უნდა დამოწმებული იქნას აპოსტილის წესით, თარგმნილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნას ასევე აპოსტილის წესით (დოკუმენტის ორიგინალი და ასლი).
ცნობა ნასამართლობის შესახებ
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის ელექტრონული მოწმობის/პასპორტის ასლი.
- ცნობა უფასოა!
საელჩოს საბანკო მონაცემები, რომელზეც უნდა ჩაირიცხოს მომსახურების საფასური:
ბანკი – POALIM
ფილიალი – 170;
ანგარიშის ნომერი – 209700;
მიმღები: საქართველოს საელჩო/Embassy of Georgia.