ბრიტანეთის მუზეუმში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, შუასაუკუნეების ქართული უნიკალური ოქროს ჯვრისა და ყელსაბამის გამოფენა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები და მოზარდები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა, ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორი სერ მარკ ჯონსი და გამოფენის კურატორი, რეიჩელ კინგი.
სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ჯვრისა და ყელსაბამის ისტორიის შესახებ. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ სხვა ქართული არტეფაქტების შესახებ, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.