იერუსალიმის საპატრიარქო მისი უნეტარესობა თეოფილე მესამეს მიერ ისრაელში მცხოვრები ქართველი ბავშვების მიღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ისრალეში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
ის წერს, რომ ისრაელში ქართული დიასპორის სკოლა “მამულის” და ანსამბლი “ფესვების” მოსწავლეები, საელჩოს ორგანიზებით, იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობა თეოფილე მესამემ მიიღო და დალოცა.
“ის საოცარი სითბო და კეთილი დამოკიდებულება, რაც იერუსალიმის პატრიარქმა ქართველ ბავშვებს უწილადა, მათთვის მრავალი წლის მანძილზე დასამახსოვრებელი და გულით სატარებელი იქნება” – წერს ლაშა ჟვანია.
