2024 წლის 21 იანვარს, საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, ქალაქ ანკარაში მაყურებელთა წინაშე წარდგა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“. მანამდე კი, 20 იანვარს “აფხაზეთმა” კონცერტი გამართა ქალაქ მერსიში. 
ღონისძიებას, საქართველოს ელჩთან გიორგი ჯანჯღავასთან ერთად, დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და თურქული კულტურულ-სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა “აფხაზეთის“ წევრებს თურქეთში ქართული კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა.