Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ქართულ-იტალიური კულტურული ურთიერთობების ასოციაცია „ვაზის“ პრეზენტაცია ნეაპოლში

ქართულ-იტალიური კულტურული ურთიერთობების ასოციაცია „ვაზის“ პრეზენტაცია ნეაპოლში

by administrator
0 comment

ნეაპოლში, პიეტრასანტას ბაზილიკაში, ქართულ-იტალიური კულტურული ურთიერთობების ასოციაცია „ვაზის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ასოციაციის მიზანია იტალიის ტერიტორიაზე ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარება იტალიასა და საქართველოს შორის; კულტურული და პროფესიონალური ცოდნის გაზიარება ქართველი ემიგრანტებისთვის; კულტურული, მეცნიერული და სოციალური ცენტრების დაარსება ემიგრანტების უკეთესი ინტეგრაციისთვის იტალიაში.

ასოციაციის დამფუძნებლები არიან პრეზიდენტი თამარ ბერიძე, ვიცე-პრეზიდენტი ნუნუ გელაძე და ადმინისტრატორი ანტონიო ვერდე.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ცნობილი ქართველი მწერლის, გიორგი ლობჟანიძის პოეტურიკრებულის “სიზმრის ნანგრევებში” პრეზენტაცია და პოეზიის საღამო.

კრებული იტალიურ ენაზე თარგმნა ნუნუ გელაძემ, რომელიც აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას იტალიაში. ‘

ღონისძიება გახსნა ასოციაცია “პიეტრასანტა კულტურა პოლუსის” პრეზიდენტმა, პროფესორმა რაფაელე იოვინემ და ასოციაცია “მზის სხივის” პრეზიდენტმა ემანო რესტუჩიმ, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს გიორგი ლობჟანიძის პოეზიას და ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის კულტურული ხასიათის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საღამოზე მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ ისაუბრა გიორგი ლობჟანიძის შემოქმედებაზე.

ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა ასოციაცია “ვაზის” პრეზიდენტი, თამარ ბერიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული კულტურის გავრცელება იტალიურ ინტელექტუალურ საზოგადოებაში და, ასევე, ისაუბრა ახალი ორგანიზაციის მიზნებსა და მისი დაფუძნების აუცილებლობაზე.

პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ ასოციაცია “პიეტრასანტას” კულტურის განხრით პასუხისმგებლები, კლასიკური ენების და საეთაშორისო კულტურული გაცვლების ექსპერტები, პროფესორი ფრანჩესკა პარლატო და პროფესორი ტიციანა კალვანო.

საღამოზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და სამზრეულო.

You may also like

Leave a Comment

16 + six =