Home გართობა და შჯიბრებები ეზიარეთ საქართველოს გემოს ისრაელში! – ქართული ღვინის პრეზენტაცია ნათანიაში

ეზიარეთ საქართველოს გემოს ისრაელში! – ქართული ღვინის პრეზენტაცია ნათანიაში

by administrator
0 comment
ისრაელში, ქალაქ ნათანიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა.  ღონისძიებაში ქართული დუეტი “მანძილიც” მონაწილეობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია, სოციალურ ქსელში ღონისძიების ფოტოებთან ერთად აქვეყნებს.
“ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა ნათანიაში Deli Vino – דלי וינו-ში. ასე რომ, მაღალი ხარისხის ქართული ღვინის ვინოთეკა ისრაელში კიდევ უფრო გამდიდრდა. წელს ამ პროდუქციას საქართველოში წარმოებული სხვა სასოფლო-სამეურნეო ნობათიც დაემატება და საქართველოდან ისრაელში ექსპორტი უფრო მრავალფეროვანი გახდება. მრავალრიცხოვან შეკრებას ქართული დუეტი Mandzili / მანძილი გემოვნებიანი ქარათული მელოდიებით ალამაზებდა.
ეზიარეთ საქართველოს გემოს ისრაელში!” – წერს ის.

You may also like

Leave a Comment

thirteen − nine =