15-17 ოქტომბერს მილანში, ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიება “თბილისური დღეები მილანში” გაიმართა. 
ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამაში “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა” გამარჯვებული პროექტი, რომლის ორგანიზატორია მილანში დაფუძნებული ქართულ-იტალიური კულტურული ასოციაცია Milanium M&T.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც მიწვეული იყვნენ ქართველი და იტალიელი სტუმრები. ასევე გაიმართა პოეტური კრებულის წარდგენა, რომლის ავტორები არიან ასოციაცია “სამშობლო გულით სატარებლის” პრეზიდენტი, პოეტი და მთარგმნელი, ნუნუ გელაძე და კალიგრაფი და პოეტი გიორგი სისაური.