Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ილია დარჩიაშვილის სააღდგომო მილოცვა

ილია დარჩიაშვილის სააღდგომო მილოცვა

by administrator
0 comment

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი თანამემამულეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

ძვირფასო თანამემამულეებო,

გილოცავთ მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ყველაზე დიდ დღეს, მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, სიხარულისა და იმედის მომტან დღეს!

ვისურვებდი ყოველი თქვენგანისათვის და თქვენი ოჯახებისათვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მოეტანოს ჯანმრთელობა, სულიერი სიძლიერე, უკეთესი მომავლის რწმენა. დაე ყოველ თქვენს კეთილ აზრსა და საქმეს მოჰყოლოდეს გამარჯვება და წარმატებები! – ილია დარჩიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი.

მილოცვას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

You may also like

Leave a Comment

9 − 3 =