Home ეროვნული სული ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ენის სახელმძღვანელოები გადაეცა

ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ენის სახელმძღვანელოები გადაეცა

by administrator
0 comment

საბერძნეთში საქართველოს საელჩომ კაპოდისტრიასის სახელობის ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ უცხო ენების სკოლას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ქართული ენის სახელმძღვანელოები გადასცა.

სახელმძღვანელოები განკუთვნილია ქართული ენის შემსწავლელი კურსის სტუდენტებისთვის. წიგნები აღნიშნული ენების სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსდა.

საელჩოს წარმომადგენლებს ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა დიმიტრის კარადიმასმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის უცხო ენების სკოლის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გიორგოს ფლუდასი და ქართული ენის ლექტორი თეონა ბერიძე, რომლის ინიციატივითაც 2022-2023 აკადემიური წლიდან კაპოდისტრიასის სახელობის ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში ქართული ენის სწავლება დაიწყო.

საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დეა მუმლაძემ მადლობა გადაუხადა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

You may also like

Leave a Comment

two × three =