Home ეროვნული სული რუმინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

რუმინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

by administrator
0 comment

რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და რუმინეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშეწყობით,  დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპოზიცია „ქართული ანბანის სამი სახეობა“.  ასევე გაიმართა ქართული ენისადმი მიძღვნილი ვიდეოკოლაჟის პრეზენტაცია.

გამოფენის გახსნისას დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და ბიბლიოთეკის დირექტორმა, პროფესორმა ადრიან ჩოროიანუმ.

სტუმართა შორის იყვნენ რუმინეთში აკრედიტირებული დიპლომატები, სამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და დაეთვალიერებინათ ქართული წიგნები და ხელნაკეთი სუვენირები.

რუმინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენის დათვალიერება  3 მაისამდე იქნება შესაძლებელი.

You may also like

Leave a Comment

19 + eleven =