Home გართობა და შჯიბრებები ხუთი ქართველი კომპოზიტორის საღამო ნიუ-იორკში

ხუთი ქართველი კომპოზიტორის საღამო ნიუ-იორკში

by administrator
0 comment

საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში, ამერიკაში მოღვაწე ხუთი ქართველი კომპოზიტორის ქართული თანამედროვე მუსიკის საღამო გაიმართა.

დავით ჭკუასელი, ლალი საბანაძე, გიორგი მიქაძე, კოკი ლორთქიფანიძე და გიორგი ოუქლი სხვადასხვა შტატებიდან ნიუ-იორკში გაერთიანდნენ თანამედროვე ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით. 

ღონისძიება, საგარეო საქმეთა სამინისტროს  საგრანტო პროგრამის “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” ფარგლებში, The Association of Modern Georgian Artists -მა, Global Music Partnership-თან თანამშრომლობით ჩაატარა.

ორგანიზატორების განცხადებით, საღამოს  მიზანი ქართული თანამედროვე აკადემიური მუსიკის პოპულარიზაციაა მთელ  მსოფლიოში.

You may also like

Leave a Comment

20 + nineteen =