Home ეროვნული სული კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში დაცული უძველესი უნიკალური ქართული და არაბული ხელნაწერების გამოფენა გაიხსნა

კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში დაცული უძველესი უნიკალური ქართული და არაბული ხელნაწერების გამოფენა გაიხსნა

by administrator
0 comment

კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, საქართველო-კატარის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად,  2023 წლის 7 ივნისს კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში დაცული უძველესი უნიკალური ქართული და არაბული ხელნაწერების გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული X-XX საუკუნეებით თადარიღებული 20-ზე მეტი ქართული და არაბული ხელნაწერის ფოტო-ასლი არის წარმოდგენილი.

გამოფენა კატარში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის აღმასრულებელმა დირექტორმა თან ჰუსმა გახსნეს.

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ქართულ მხრავალფეროვან და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და იშვიათი არაბული ხელნაწერების საქართველოში არსებობის ფაქტს.

გამოფენის გახსნას კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის მმართველი საბჭოს წევრები, კატარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სფეროს, ასევე კატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეგემობნებინათ ქართული კერძები.

გამოფენა კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

You may also like

Leave a Comment

13 − 6 =