Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები თურქეთში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმით მუშაობს

თურქეთში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმით მუშაობს

by administrator
0 comment

2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით, დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან.

აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზებისა და აეროპორტების დაზიანების გამო, შეფერხებულია გადაადგილება. აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და განმეორებითი ბიძგები. შესაბამისად, მდგომარეობა სწრაფად იცვლება. იცვლება დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც.

საელჩოს ქალაქის ნომრებზე, მოქმედ  ცხელს ხაზებზე, ასევე ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების სოციალურ ქსელებზე, ორი დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მიმართვა. ამასთან, საელჩოს მიმართა ასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ. მათ შორის, განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა. აქედან, 14 მოქალაქის ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დადგენილია. შედგა მათთან კომუნიკაცია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო 6 მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. ამ ეტაპზე დასტურდება საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალება. საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, სადაც თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და დიასპორის წარმომადგენელბს 24-საათიან რეჟიმში შეუძლიათ დაკავშირება.

You may also like

Leave a Comment

20 − 18 =