ქალაქ კლაიპედაში LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების ინიციატივითა და ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს ელჩმა, სალომე შაფაქიძემ და LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, მარლენ უალმა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის შესახებ, მოეწყო რეჟისორ გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ცუდი ხალხის“ ჩვენება და გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
დასასრულს კი სტუმრებს საელჩო ქართული კერძებითა და გამაგრილებელი სასმელებით გაუმასპინძლდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტები, ისე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.