პალერმოში ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტების გამართვა და ქართველი მხატვრების გამოფენების მოწყობა იგეგმება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება პალერმოს მუნიციპალიტეტის კულტურის საკითხებში მრჩეველის, ჯამპიერო კანელას და საქართველოს გენერალური კონსულის, ვახტანგ ანდღულაძის შეხვედრისას იქნა მიღებული.
კონსულის მიღებაზე საუბარი შეეხო მიმდინარე წლის განმავლობაში საერთო კულტურული პროექტების გამართვას, როგორიცაა პალერმოში ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტების დაგეგმვა და ქართველი მხატვრების გამოფენების გამართვა. ასევე ინტერესი გამოითქვა პალერმოში მოღვაწე მხატვრების საქართველოში ვიზიტის საკითხზეც. შეხვედრისას, განიხილეს საგანმანათლებლო პროექტების, სკოლებისა და ქართულ-იტალიურ სამხატვრო აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც.