Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები რეჯო კალაბრიაში საკონსულო შემოვლა იგეგმება

რეჯო კალაბრიაში საკონსულო შემოვლა იგეგმება

by administrator
0 comment

2023 წლის 15 ივნისს ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები გეგმავენ, ეწვიონ ქალაქ რეჯო კალაბრიას, სადაც საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს:

  • ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება;
  • საქართველოს მოქალაქის პირველადი რეგისტრაცია;
  • ელექტრონული პირადობის მოწმობის განახლება;
  • დამზადებული ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის და ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღება.

ასევე, მოქალაქეებს ადგილზევე გაეწევათ სხვადასხვა სახის საკონსულო და სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციები.

მოქალაქეთა მიღება იწარმოებს 10:00-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: Grand Hotel Excelsior – საკონფერენციო დარბაზიVia Vittorio Veneto, 66, 89123 Reggio Calabria RC

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბარიში საქართველოს გენერალურ საკონსულოს  ნომრებზე  0809189650 და  0809189651 (სამუშაო დღეებში 15:00- 17:00საათამდე).

You may also like

Leave a Comment

three × three =