საქართველოს ღვინის ასოციაცია, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ნაპაში არსებულ ამერიკის კულინარიის ინსტიტუტში ქართული ღვინისა და კულინარიის დღეებს მართავს. სპეციალურად ამ დღისთვის ამერიკაში მიიწვიეს ყველაზე ცნობილი ქართველი შეფი, გურამი ბაღდოშვილი, რათა რჩეულ ქართულ ღვინოებს შეუსაბამოს ქართული გასტრონომიის ნაცნობი და უცხო გემოები.
სტუმრებს ექნებათ საშუალება, ქართულ ღვინოებთან ერთად დააგემოვნონ ქართული სალათა კახური ზეთით, გოგრის ფხალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ნიგვზიანი ლობიო, შქმერული, მესხური ხაჭაპური.
ღონისძიება გაიმართება 21 ოქტომბერს, 17:00 საათზე.